2015 წლის ივნისიდან სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს «აქტიური მოქალაქე — ძლიერი სახელმწიფო».
პროექტი ხორციელდება კახეთისა (საგარეჯო, თელავი, ლაგოდეხი) და ქვემო ქართლის (მარნეული, ბოლნისი, დმანისი, გარდაბანი) რეგიონებში. პროექტის მიზანია აზერბაიჯანელი მოსახლეობის საარჩევნო პროცედურების შესახებ ინფორმირება და არჩევნებში მაღალი აქტიურობის ხელშეწყობა.