პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“

ევროკავშირისა და კონრად  ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ მიზნად ისახავს გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი,  გამჭვირვალეამგარიშვალდბული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს აქვს სამი ძირითადი მიზანი:

  1. საქართველოში სამოქალაქო საზოგადეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, პოლიტიკური და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, ასევე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კულტურის პოპულარიზაცია.
  2. სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, თანამონაწილეობისა და საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება.
  3. ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადების ორგანიზაციების შესალებლობების განვითარება, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი, კონრად ადენაუერის  ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, შემდეგი  არასამთავრობო ორგანიზაციები  – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვთარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრ (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
„სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSICE  2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
CSSIGE – ის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების ეფექტიანობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ასევე გამოცდილების გაზიარებისა და რეგიონული ქსელების ხელშეწყობის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით შეირჩა 10 რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, როგორც რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჰაბი.
ქვემო ქართლის რეგიონულ ჰაბს წარმოადგენს ორგანიზაცია  –  სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი.