სიახლეები

შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის

ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის – სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის მიერ 29 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და აქტიური ახალგაზრდების შეხვედრა მერთან, ბატონ კობა მურადაშვილთან და ახალგაზრდული სამსახურის ხელმძღვანელთან ქალბატონ ნინო ომიაძესთან.

შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართევლობის ხედვა და მოსაზრებები ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებსა და ახალგაზრდული პოლიტიკის რეალიზების საკითხები.

შეხვედრა განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით.

ვებ-გვერდი განახლებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ

ka_GE