სიახლეები

ვესთმენი და ბაბულიკი

სამოქალქო ინტეგრაციის ფონდმა განახორციელა პროექტი „ვესთმენი და ბაბულიკი – მითების მსხვრევა“,  “Black Sea Trust for Regional Cooperation -ისა და The German Marshall Fund -ის” ფინანსური ხელშეწყობით.

პროექტის მიზანია:

  1. საქართველოს მოქალქეებისათვის ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ საპრისპირო ინფორმაციის მიწოდება.
  2. საზოგადოების ნდობის გაზრდა სახელმწიფოს მიერ შერჩეული პროდასავლური კურსის მართებულობის მიმართ.

პროექტის ანიმაცია/კომიქსის  გმირები „ვესთმენი და ბაბულიკი“ შეეცდებიან საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას,  ობიექტური ინფორმაციის მოწოდებით,  ანტიდასავლური პროპაგანდის სიყალბისა და ცრუ მითების  მიზანმიმართულ დამკვიდრების მცდელობის საპირწონედ.

პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს თბილისის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდებთან საჯარო ლექციათა კურსის ჩატარებას   და რადიო გადაცემებს მოსახლეობაში  ევროინტეგრაციისადმი ინტერესის გაღვივებას.

პროექტის ფარგლებში შექმნილია 5 ანიმაცია:

1 სერია.  ლეგენდა 37 მანეთზე;

2 სერია. ადათ-წესების სადარაჯოზე;

3 სერია. ევროპისკენ მიმავალ გზაზე;

4 სერია. ვერ წართმეული ქართველობა;

5 სერია. იყო ერთი გოჭი

ვესთმენი და ბაბულიკის  ადაპტირებული კომიქს-ბროშურა.

ვებ-გვერდი განახლებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ

ka_GE