საჯარო შეხვედრები ახლაგაზრდებთან და ახალგაზრდული კონკურსის „ეს ქვეყანა შენიას“ გამოცხადება
6 – ივნისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა საჯარო შეხვედრები ახლაგაზრდებთან, რომლის მიზანიც იყო მოსახლეობაში სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებების დამკვიდრება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლის და ფუნქციის, მათი საქმიანობის წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაცია.
შეხვედრებზე გამოცხადდება უკვე ტრადიციული კონკურსი „ეს ქვეყანა შენია“, რომლის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, მათი წახალისება ჩაერთონ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში და აქტივიზმის ხელშეწყობა. კონკურსი ახალგაზრდებისთვის – „ეს ქვეყანა შენია!“ გაიმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამარჯვებულები რეგიონების მიხედვით გამოვლინდება.
ახალგაზრდებთან შეხვედრის მიზნით მოწვეულები იყვნენ ილიაუნის უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი მელძე და მარნეულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა.
შეხვედრების მონაწილეებს გადაეცათ კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ პრომო-პროდუქცია.
ღონისძიება გაიმართა სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდისა (CIF) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.