სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის მიერ 12 ნოემბერს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ქვემო ქართლის რეგიონში არსებული საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და აქტიური ახალგაზრდების საკოორდინაციო შეხვედრა. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ და ურთიერთთანამშრომლობის ფორმატზე.
შეხვედრა განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით.