სიახლეები

”მასწავლებლები და სოციალური მუშაკები უსაფრთხო ოჯახისთვის”

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდმა განახორციელა პროექტი “მასწავლებლები და სოციალური მუშაკები უსაფრთხო ოჯახისთვის“.

პროექტი განხორციელდა პროგრამის “თანამშრომლობა ოჯახის გაძლიერებისთვის საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში. პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ პროექტის  „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (SWIC)“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ოთხ პარტნიორთან თანამშრომლობით, რომლებიცაა „ჰილფსვერკ ავსტრია (HWA), სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (AASW), აზერბაიჯანის სოციალური მუშაობის საზოგადოებრივი კავშირი (ASWPU) და მოლდოვის რესპუბლიკის ექთნების ასოციაცია (NARM).

პროექტის მიზანია სხვადასხვა სექტორებში (სოციალური სამსახურები;  ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები; ხელოვნების სფერო) არსებული ცოდნის აკუმულირების გზით, ძალადობისგან თავისუფალი ოჯახების გაძლიერების ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში. (პროექტი განხორციელდა ქვემო ქართლის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტეში – გარდაბანი, მარნეული, დმანისი).

პროექტის ფარგლებში სისტემატურად მიმდინარეობდა შეხვედრები ყველა იმ რგოლთან, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ბავშვთათვის უსაფრთხო გარემოს უზრნველყოფასა და ძალადობისგან თავისუფალი ოჯახების გაძლიერებასთან.

ტარდებოდა სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებთან, სოციალურ მუშაკებთან, უბნის ინსპექტორებთან და სკოლის მანდატურებთან ერთად, თითოეული წევრის შესაძლებლობების გაძლიერების, მათი საკითხსიდამი მგრძნობელობის გაზრდისა და მათ შორის ურთიერთნდობის განმტკიცების ხელშეწყობის მიზნით.

პროექტის ფარგლებში  ჯგუფების მიერ აქტუალურ პრობლემებზე დამუშავდა სცენარები, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ანიმაციის სამი სერია:

  1. ნაადრევი ქორწინება;
  2. ოჯახში ძალადობა;
  3. ბულინგი სკოლაში.

ასევე დაიბეჭდა ცალკეული თემის ადაპტირებული კომიქს-ბროშურა. ანიმაცია და კომიქსები ითარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე.

ვებ-გვერდი განახლებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ

ka_GE