სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
ააიპ „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დარეგისტრირდა 2004 წლის 20 დეკემბერს #1184.
ორგანიზაციის მისიაა: საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციის, ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.
ორგანიზაციის მიზნებს წარმოადგენს მოქალაქეებში ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და საზოგადოებაში კულტურულ ფასეულობათა პატივისცემისა და ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებისათვის სხვადასხვა საქმნიანობების განხორციელება.
ფონდი აქტიურად თანამშრომლობს და არის:
- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთანა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრი;
- ფონდი ნაციონალიზმის, რასიზმის, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრანტების და ლტოლვილთა მხარდაჭერის ევროპული ქსელის წევრი;
- კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის წევრი;
- თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭოს წევრი.
ორგანიზაცია ასევე აქტიურად თანამშრომლობს: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებთან.
CIF – ახორციელებს სამოქალაქო საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობის ისე ზრდასრულთა არაფორმალურ განათლებას, რომელიც ემყარება ადამიანთა უფლებების დაცვასა და საზოგადოებრივ სქმიანობებში ჩართულობას.
CIF -ში – გაწევრიანებულია ასობით ახალგაზრდა, რომლებიც ორგანიზაციის სახელით ეწევიან მოხალისეობრივ საქმიანობებს, ერთვებიან სხვადასხვა პროექტებში.
CIF – ასევე ეხმარება ახალგაზრდებს სტაჟირების გავლაში საკუთარ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში.
CIF – გააჩნია რეგიონალური ოფისები ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში, აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში.
CIF – ყველა პროექტი და აქტიობა ემსახურება ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრებას და დემოკრატიული სახელმწიფოს განმტკიცებას.
CIF – წლების მანძილზე აკვირდეაბა და მონიტორინგ უწევს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს.
CIF – დაარსებიდან დღემდე ორგანიზაცია საერთაშორისო დონორების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა და ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად.
CIF – დღემდე გაწეული საქმიანობის შედეგად ნდობითა პატივისცემით სარგებლობს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხელისუფლებასა და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებს შორის.