პროექტი “ვესთმანი და ბაბულიკი: სტერეოტიპების მსხვრევა”, მიმართულია ანტიდასავლურ პროპაგანდისა და ასევე სხვადასხვა უმცირესობათა ჯგუფების მიმართ გაზრდილი შეუწყნარებლობისა და სტერეოტიპული დამოკიდებულების წინააღმდეგ. პროექტის მიზანი გახლდათ ანიმაციური სერიალის შექმნა ხუთ სხვადასხვა საკითხზე, რომელიც მიმართულია საზოგადოების ინფორმირებაზე.
პროექტის მიზანია:
- საქართველოს მოქალქეებისათვის ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ საპრისპირო ინფორმაციის მიწოდება.
- საზოგადოების ნდობის გაზრდა სახელმწიფოს მიერ შერჩეული პროდასავლური კურსის მართებულობის მიმართ.
პროექტის ანიმაცია/კომიქსის გმირები „ვესთმენი და ბაბულიკი“ შეეცდებიან საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ობიექტური ინფორმაციის მოწოდებით, ანტიდასავლური პროპაგანდის სიყალბისა და ცრუ მითების მიზანმიმართულ დამკვიდრების მცდელობის საპირწონედ.
პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს თბილისის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდებთან საჯარო ლექციათა კურსის ჩატარებას და რადიო გადაცემებს მოსახლეობაში ევროინტეგრაციისადმი ინტერესის გაღვივებას.
პროექტის ფარგლებში შექმნილია 5 ანიმაცია:
- სერია – ლეგენდა 37 მანეთზე;
- სერია – ადათ-წესების სადარაჯოზე;
- სერია – ევროპისკენ მიმავალ გზაზე;
- სერია – ვერ წართმეული ქართველობა;
- სერია – იყო ერთი გოჭი
ვესთმენი და ბაბულიკის ადაპტირებული კომიქს-ბროშურა. ანიმაციის შექმნის შემდეგ, გამოიცა ადაპტირებული კომიქს-წიგნები. პროექტი განხორციელდა BST -ის ფინანსური ხელშეწყობით.