2017-2020 წლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და კონრად ადენაუერის თანადაფინანსებით დაიწყო პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” განხორციელება. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის დ ატრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტის პარტნიორია სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი – ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბი.
პროექტის მიზნია საქართველოში რეგიონული სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოება.