მ/ წლის 20 – 21 ივლისს, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, ქ/ქართლის ადგილობრივი სს ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის განხორციელდა ტრენინგი “ფასილიტაცია”.
პროექტის ფარგლებში, კონსორციუმის წევრის კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის კომპონენტის – “სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტთა ტრენინგი” მიხედვით, ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი სს ორგანიზაციებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, განხორციელდა ტრენინგები თემებზე: 1. პროექტის მართვა; 2. ფონდების მოძიება; 3. ეფექტური ადვოკატირება; 4. რეგიონული განვითარება; 5. სოციალური მეწარმეობა; 6. ფასილიტაცია.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრადადენაუერის ფონდი.