სიახლეები

პროექტი „ჟურნალისტური კომიქსების სკოლა“

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდმა განახორციელა პროექტი „ჟურნალისტური კომიქსების სკოლა“, DVV International-ის ფინანსური ხელშეწყობით.

პროექტის მიზანია რეგიონალური მედია საშუალებების შესაძლებლობების განვითარება, მათი პროფესიონალური უნარ-ჩვევების ამაღლება სენსიტიურ საკითხებზე მუშაობის კუთხით, და რეგიონალურ მედია საშუალებების დღის წესრიგში მრავალფეროვნების მნიშვნელობის წამოწევა. რაც განხორციელდება განსხვავებული და ორიგინალური მედია პროდუქტის (კომიქსის) შექმნის გზით.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს 4 რეგიონის მედია-საშუალებების თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგები ჟურნალისტურ საქმიანობაში კომიქსების, როგორც ინსტრუმენტის გამოყენებაზე. თითო რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს მიეცათ შესაძლებლობა, შექმნან კომიქსი, რომელშიც ასახული იქნება მათი რეგიონისათვის დამახასიათებელი პრობლემა.

პროექტის დასასრულს, 1 კომიქსად გამოიცა ოთხივე ამბავი, რომელიც გავრცელდა რეგიონებსა და სოციალურ ქსელებში.

ამას გარდა, პროექტის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექციების სერია: “კომიქსები, ანიმაცია და ადამიანის უფლებები”, რომელიც ხელს შეუწყობს მოცემული ინსტრუმენტების პოპულარიზაციას არაფორმალური განათლების სფეროში.

 

ვებ-გვერდი განახლებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ

ka_GE