ამ/წლის 5 ივლისს, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და კონრად ადენაუერის ფონდის თანადაფინანსებით, მარნეულის კულტურის ცენტრში გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი – 2019.
ფორუმის მიზანი გახლდათ ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის წარმოჩენა და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციაა.
ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 25–მდე ადგილობრივი ორგანიზაცია. ღონისძიებაზე სტუმრები გაეცვნენ მათ საქმიანობებს და მიიღეს დამატებითი ინფორმაცია.
ფორუმის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ორმხრივი მოხალისეობის „დროის ბანკის“ შესახებ.