პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE) ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოებას.
- პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 10 რეგიონული ჰაბი. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი კი წარმოადგენს ჰაბს ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონულ დონეზე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების ეფექტიანობას და მდგრადობას, ასევე, გამოცდილების გაზიარებასა და რეგიონული ქსელების ხელშეწყობას. აღნიშნული თავის მხრივ გულისხმობს:
• პროექტის დაგეგმილი და ჩატარებული საქმიანობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შესაბამის რეგიონში;
• ადგილობრივ აქტორებთან (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები, თვითმმართველობა, ბიზნესი, მედია) კომუნიკაციის ხელშეწყობა, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა სახის კონსულტაციებს, ქსელურ მუშაობას, ადვოკატირებასა და მონიტორინგს;
• სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლისა და საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლების კამპანიებში მონაწილეობას (ფორუმები, კონკურსები, და ა.შ.). ეს ღონისძიებები მიმართულია როგორც სხვადასხვა ადგილობრივი აქტორებზე, ასევე ფართო საზოგადოებაზე;
• ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებისაკენ მიმართული საქმიანობების განხორციელებას, მათ შორის ტრენინგებისა და კონსულტაციების ჩატარებას.
პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი დამატებით გთავაზობთ:
- ინფორმაციას, რეგიონულ დონეზე გამოცხადებული საგრანტო კონკურსების, პროექტების, ტრენინგების, საგანმანათლებლო კურსებისა და თქვენთვის სინტერესო სერვისების შესახებ;
- ქვემო ქართლის რეგიონში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების მონაცემთა ბაზებს;
- ტრენინგებს სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების წევრთათვის:
- „ეფექტური კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა“
- „სტრატეგიული დაგეგმვა და ფუნქციების ეფექტურად გადანაწილება“
- „ფინანსების მართვა“
- „ტრენინგი ტრენერებისთვის“
- კონსულტაციებს სხვა და სხვა საკითხებზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის, სატელეფონო და ონლაინ რეჟიმში:
ტელ: (+995 032 2182266)
ელ.ფოსტა: cifgeo@gmail.com
შეხვედრებს სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლებთან (მედია, ადგილობრივ თვითმმართველობა, ახალგაზრდები, და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები) ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების ცნობადობის ამაღლების მიზნით, გაწეული საქმიანობების წარდგენისა და სამომავლო გეგმების გასაზიარებლად, ასევე მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ დისკუსიებს თანამშრომლობის ფორმატის შემუშავების მიზნით.
- სტაჟირებას რეგიონის ადგილობრივ სს და სათემო ორგანიზაციის წევრებისა და ასევე აქტივისტი ახალგაზრდებისათვის წარმატებულ და გამოცდილ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, როგორც რეგიონში ისე თბილისში;
- საკოორდინაციო შეხვედრებს, რეგიონულ სს და სათემო ორგანიზაციებს შორის ქსელური მუშაობის დამკვიდრების, გაწეული საქმიანობების შედეგებისა და სამომავლო გეგმების განხილვის მიზნით.