მ/წლის 9 მაისს, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, ქ/ქართლის ადგილობრივი სს ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა – კოორდინაცია და ქსელური მუშაობა.
შეხვედრაზე ასევე გაიმართა “საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ევროინტეგრაციისა და ბიზნესკომპანიების მიმართ” და “ბიზნეს-კომპანიები საქართველოში: დამოკიდებულება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ” კვლევის ანგარიშების პრეზენტაცია
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრადადენაუერის ფონდი.


