სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის მიერ 18 და 26 ნოემბერს ბოლნისსა და მარნეულში საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და აქტიური ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ტრენინგი „პროექტის მართვა“. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა პროექტის მათვის უნარ-ჩვევების გამომუშავება და განვითარება, პრაქტიკული სავარჯიშოების საფუძველზე.
ტრენინგი განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით.