სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის – ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის მიერ, დაიწყო პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ განხორციელება.
პირველი აქტივობა იყო პროექტის პრეზენტაცია, რომელიც გაიმართა რეგიონის 7 მუნიციპალიტეტში არსებულ სს და სათემო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდა აქტივისტებისათვის. მათ მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის მიზნებზე, მოსალოდნელ შედეგებსა დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მათ მოლოდინებზე.