ორგანიზაციის შესახებ

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი  

ააიპ „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დარეგისტრირდა  2004 წლის 20 დეკემბერს #1184.

ორგანიზაციის მისიაა: საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციის, ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

 ორგანიზაციის მიზნებს წარმოადგენს მოქალაქეებში ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და

საზოგადოებაში კულტურულ ფასეულობათა პატივისცემისა და ტოლერანტული

გარემოს დამკვიდრებისათვის სხვადასხვა საქმნიანობების განხორციელება.

ფონდი აქტიურად თანამშრომლობს და არის:

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთანა და  საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრი; ფონდი ნაციონალიზმის, რასიზმის, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრანტების და ლტოლვილთა მხარდაჭერის ევროპული ქსელის წევრი; კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის წევრი; თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭოს წევრი.

ორგანიზაცია ასევე  აქტიურად თანამშრომლობს: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებთან.

CIF – ახორციელებს  სამოქალაქო საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს  როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობის ისე ზრდასრულთა არაფორმალურ განათლებას, რომელიც ემყარება ადამიანთა უფლებების დაცვასა და საზოგადოებრივ სქმიანობებში ჩართულობას.

CIF -ში – გაწევრიანებულია ასობით ახალგაზრდა, რომლებიც ორგანიზაციის სახელით ეწევიან მოხალისეობრივ საქმიანობებს, ერთვებიან სხვადასხვა პროექტებში.

CIF – ასევე ეხმარება ახალგაზრდებს სტაჟირების გავლაში საკუთარ  და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში.

CIF – გააჩნია რეგიონალური ოფისები ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში, აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში.

CIF – ყველა პროექტი და აქტიობა ემსახურება ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრებას და დემოკრატიული სახელმწიფოს განმტკიცებას.

CIF – წლების მანძილზე აკვირდეაბა და მონიტორინგ უწევს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს.

CIF – დაარსებიდან დღემდე ორგანიზაცია საერთაშორისო დონორების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა და ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად.

CIF – დღემდე გაწეული საქმიანობის შედეგად ნდობითა პატივისცემით სარგებლობს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხელისუფლებასა და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებს შორის.