სტრატეგია

 

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის განვითარების სტრატეგიული გეგმა 

2014-2017 წლებისათვის

დამტკიცებულია

ფონდის გამგეობის წევრთა მიერ

თბილისი, 28 აპრილი 2014წ.

 

შესავალი:

ააიპ „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“ საქართველოს იუსტიციის მიერ დარეგისტრირდა 2004 წლის 20 დეკემბერს #1184

„სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის “ მიზანს წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვა.

ფონდი თავისი მიზნის მისაღწევად ახორციელებს საგანმანათლებლო, საგამომცემლო და  ადამიანის უფლებათა დაცვით საქმიანობას, სახალხო დიპლომატიურ და ეთნოსთაშორისი ურთიერთობების ჰარმონიზაციისათვის კულტურათშორის დიალოგებს  და სხვა აქტივობებს, რაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული და ემსახურება ფონდის მიზნებს.

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი ასევე აქტიურად არის ჩართული საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, დეცენტრალიზაციის პროცესებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების ხელშემწყობ საქმიანობაში.

წარმოდგენილი სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს ორგანიზაციის განვითარების ძირითად მიმართულებას რომელიც ემყარება:  საქართველოს კონსტიტუციას,  ორგანიზაციის წესდებასა და შინაგანაწესს, ადგილობრივ და სხვა საერთაშორისო  ნორმატიულ აქტებს.

 

პრეამბულა

ორგანიზაციის მისია, მიზანი და ამოცანა:

ორგანიზაციის მისია:  საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა საზოგადოებაში ინტეგრაცია, რაც ხელს შეუწყობს თემისა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიურ ცხოვრებაში;

  

ორგანიზაციის მიზნები:

  1. მოქალაქეებში ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
  2. საზოგადოებაში კულტურულ ფასეულობათა პატივისცემისა და ტოლერანტულიგარემოს დამკვიდრებისათვის სხვადასხვა საქმნიანობების განხორციელება.

ორგანიზაციის ამოცანაა: ეთნიკურ უმცირესობათა ახალგაზრდებს შორის აამაღლოს თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. განუხრელად იზრუნოს მოქალაქეობრივი კულტურის ზრდაზე, ტრენინგ-სემინარების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების განხორციელების მეშვეობით.

  1. ინფორმაცია ფონდის შესახებ: 

ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, დეცენტრალიზაციის პროცესებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების ხელშემწყობ საქმიანობაში.

 დაარსებიდან დღემდე ორგანიზაცია საერთაშორისო დონორების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა და ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს ორგანიზაციის მიზნის მისაღწევად.

სამოქალაქო განათლების პროექტების ფარგლებში არაერთმა ახალგაზრდამ მოახერხა საკუთარი თავის რეალიზება ქართულ საზოგადოებაში. გააცნობიერეს საკუტარი უფლება-მოვალეოები.

წლების მანძილზე ორგანიზაციას ჩამოუყალიბდა ტრადიციები, რაც ემყარება აქტიური ახალგაზრდებისათვის რეკომენდაციებისა და პატრონაჟისა გაწევას.

2006 წლიდან ორგანიზაცია აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკითა  და სხვა საოფისე ინვენტარით, რაც მთავარია ორგანიზაციის განვითარებისა და წარმატებული საქმიანობისათვის.

ფონდი ფლობს გამოცდილ და კვალიფიციურ ტრენერ-ლექტორთა და ასევე აქტიურ ახალგაზრდათა რესურსს.

ორგანზიაციას აქვს ფილიალები ქვემო ქართლის რეგიონში, დმანისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, სადაც აქტიურად მუშაობს მოსწავლე-ახალგაზრდობის  სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და მათი საზოგადოებაში რეალიზების კუთხით.

ორგანიზაციის პროექტები გამორჩეულია  ინტერაქტიური სწავლების მეთოდების გამოყენებით, და რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კულტურული, კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტი პიროვნების ფორმირებისათვის.

ფონდი, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ნერგავს სართაშორისო თარიღების აღნიშვნის ტრადიციას.

  1. ორგანიზაციული სტრუქტურა
  • ფონდის გამგეობა
  • არმასრულებელი დირექტორი
  • ძირითადი თანამშრომლები

(სტრუქტურული სქემა წარმოდგენილია დანართი 1-ის სახით)

ფონდის გამგეობა:

  • განსაზღვრავს ფონდის მისიას და ხედვას;
  • ამტკიცებს სტრატეგიული განვითარების გეგმას;
  • ახდენს ფონდის საქმიანობის შეფასებას;

 

ფონდის აღმასრულებელი დირექტორი:

  • შეიმუშავებს ფონდის მიზნებს და ამოცანებს;
  • შეიმუშავებს სტრატეგიული განვითარების გეგმას;
  • ხელმძღვანელობს ფონდსა და თანამშრომლებს;
  • ორგანიზაციას სთავაზობს რეკომენდაციებსა და ცვლილებებს;
  • თანამშრომლებთან ერთობლივად ამუშავებს სამოქმედო გეგმას პრიორიტეტების განსაზღვრით

 

ძირითადი თანამშრომლები:

  • პროექტების მენეჯერი

ფონდების მოძიება; პროექტების მომზადება; პროექტების განხორციელება და ანგარიშვალდებულება

  • ფინანსური მენეჯერი

ორგანიზაციის ფინანსური მართვა, ფინანსური ანგარისების მომზადება

  • ადმინისტრაციული მენეჯერი

ორგაზნიზაციის ადმინაისტრაციული მართვა.

  • ტექნიკური თანამშრომლები

ორგანიზაციის გამართული მუშაობისათვის ხელშემწყობი საქმიანობის წარმართვა.

III. ფონდის სტრატეგიული მიმართულებები:

  • სამოქალაქო განათლება
  • ადამინაის უფლებათა დაცვა
  • ახალგაზრდების განვითარება
  • საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება
  • რეგიონალური მედიის გაძლიერება
  • ლობირება /ადვოკატირება
  • საზოგადოების ინფორმირება – ონლაინ ტელევიზია – „news TV“

(სტრატეგიული მიმართულებები

საქმიანობებითა და ინდიკატორებით გაწერილი

იხილეთ დანართი 2-ის სახით)

 

 საკადრო პოლიტიკა

  • თანამშრომლები ასახავენ პირად პროფესიულ მიზნებს და საჭიროებებს;
  • განახორციელებენ დაკისრებულ ამოცანებს;
  • მოახდენენ გაწეული საქმიანობის, როგორც ცალკეული პროექტის

ფარგლებში ასევე წლიურ შეფასებას;

  • უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაეცემათ შესაბამისი რესურსები;
  • გაივლიან ტრენინგებს და აიმაღლებენ კვალიფიკაციას;
  • ფონდი ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ ზრდაზე;
  • კვალიფიციური კადრების მოზიდვაზე;
  • ვაკანტური ადგილების კონკურსის წესით შევსებაზე;

 

  1. ფონდის განვითარების ინდიკატორები:
  • მიზნებზე ორიენტირებული სამოქმედო და სტრატეგიული გეგმა;
  • ხორციელდება მიზნობრივი ჯგუფის მოზიდვა და შენარჩუნება;
  • ახალგაზრდები ართულნი არიან პროექტებში;
  • ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ კვალიფიცირებული და გამოცდილი ექსპერტები;
  • იზრდება თანამშრომელთა რაოდენობა;
  • იზრდება სხვადასხვა დონორთა ინტერესი ორგანიზაციის მიმართ;
  • წარმოებს პროექტების განხორციელების ხარისხზე მუდმივი მონიტორინგი (მიზნობრივი ჯგუფის გამოკითხვის საფუძველზე).

 

 

  1. ფონდის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორები:
  • მიზნებზე ორიექნტირებული საქმიანობა;
  • სწორად განსაზღვრული პრიორიტეტები;
  • თანამშრომლეთა კოლეგიალობა და პროფესიონალიზმი;
  • თემის ჩართულობა;
  • დონორებთან არსებული ავტორიტეტი.

 

 

VII.  ფონდის სამუშაო გარემოს კეთილმოწყობა:

  • ფონდის სამუშაო ოთახების განახლება და სათანადო სამუშაო პირობების შექმნა;
  • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება;
  • გამართული საქმიანობისათვის უახლესი პროგრამების შეძენა.

 

VIII. ფონდის პარტნიორული ურთიერთობები:

ფონდი დასახული მიზნის მისაღწევად აქტიურად თანამშრომლობს და გახლავთ: 

ა) არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრი;
  • საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრი;
  • ფონდი ნაციონალიზმის, რასიზმის, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრანტების და ლტოლვილთა მხარდაჭერის ევროპული ქსელის წევრი;
  • კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის წევრი;
  • ორგანიზაცია „სკოლა, ოჯახი, საზოგადოება“;
  • „ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი“;
  • „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტი“;
  • „საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“;
  • “მეგობრული გზები”.

 

ბ) სახელმწიფო სტრუქტურები:

 ფონდი აქტიურადაა  ჩართული საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, დეცენტრალიზაციის პროცესებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების ხელშემწყობ საქმიანობაში, რისთვისაც იგი აქტიურად თანამშრომლობს:

  • არის თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭოს წევრი.
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

 

გ) დონორები და საერთაშორისო ორგანიზაციები:

  • ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი;
  • ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF)
  • ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
  • საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი  (IFES)
  • აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი (EWMI)
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
  • ამერიკის საელჩო საქართველოში
  • ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
  • ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში
  • ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში
  • გაეროს განვითარების ფონდი (UNDF)
  • ფრიდრიხ ებერტის ფონდი
  • უმცირესობატა საკითხების ევროპული ცენტრი (ECMI)

 

  1. ფონდის თვითშეფასება:

 ფონდი ყოველწლიურად ახდენს განხორციელებული საქმიანობების შეფასებას პრობლემებისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენისა და გამოსწორების მიზნით, რაც აისახება სტრატეგიულ და სამოქმედო  გეგმებში;

(შედეგების ანალიზი,  თანამშრომლების  გამოკითხვა)

  • თანამშრომლები ავსებენ თვით შეფასების ფორმებს, რაც მათი წახალისების ან დაწინაურების, ასევე შესაძლო შეცდომების გამოსწორების წინაპირობაა. ინფორმაცია წარედგინება გამგეობას.
  1. ფონდის სამოქალაქო კულტურა
  • ფონდი ჩართულია სისხლის გაღების აქციებში;
  • ფონდი აქტიურადაა ჩართული ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში, მონაწილეობს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში;
  • მონაწილეობს გარემოს დასუფთავების აქციებში;
  • მონაწილეობს გარემოს გამწვანების აქციებში;
  • ეწევა საქველმოქმედო საქმიანობებს;
  • აწყობს შემეცნებით-საგანმანათლებლო ექსკურსიებს.

 

  1. ფონდის საქმიანობის პოპულარიზაცია
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმების დამკვიდრება;
  • კომუნიკაციის სტრატეგიული გეგმის შემუშავება;
  • ფონდი მომაზადებს საკთარი ლოგოს ასახვით სტიკერებს, ბანერს, გამისცემს საინფორმაციო ბროშურას ორგანიზაციის საქმიანობების შესახებ;
  • ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში სისტემატურად განთავსდება ინფორმაცია ორგანიზაციის სიახლეებსა და ჩატარებულ ღონისძიებებზე;

 

 დანართი 1

ფონდის სტრატეგიული მიმართულებები

 

  სტრატეგიული მიმართულება მიზნობრივი ჯგუფი საქმიანობები წარმატების ინდიკატორები
1 სამოქალაქო განათლება 9-10-11-12 კლასელი ახალგაზრდები

14 წლის ზევით

თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები

 

ახალგაზრდებისთვის ტრენინგების ორგანიზება თემებზე (ორგანიზაციისა და მოწვეული სპეციალისტები):

·         გენდერი

·         ტოლერანტობა

·         ადვოკატირება

·         ადამიანის უფლებები

·         ძალადობა

·         გარემოს დაცვა

·         კონფლიქტების მართვა

·         მრავალფეროვნება

ახალგაზრდებისთვის  ლექცია-სემინარების ორგანიზება (მოწვეული სპეციალისტები):

·         ჯანსაღი ცხოვრების წესი

·         გენდერი

·         ტოლერანტობა

·         ადვოკატირება

·         ადამიანის უფლებები

·         ძალადობა

·         გარემოს დაცვა

·         კონფლიქტების მართვა

·         მრავალფეროვნება

აქციები ახალგაზრდების მონაწილეობით:

·         გარემოს დაცვა (ხეების დარგვა, დასუფთავება…)

·         საერთაშორისო დღეების აღნიშვნა

·         სპორტულ ღონისძიებებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობა

 

·         ახალგაზდები იქნებიან მეტად ტოლერანტულები (როგორ მოწმდება?)

·         თავიდან აირიდებენ ძალადობას ოჯახში

·         შემცირდება კონფლიქტების რაოდენობა

·         ქართველი და აზერბაიჯანელი ბავშვები ერთად იქნებიან (არ იქნებიან დაჯგუფებულები ცალ-ცალკე)

·         არ ისაუბრებენ სიძულვილის ენით

·         არ მიაყენებენ ერთმანეთს შეურაცყოფას

·         საზაფხულო სკოლებში ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას და შეასრულებენ აქტივობენ

·         ერთობლივად გეგმავენ ღონისძიებებს, აქციებს

·         იქნებიან თანასწორ-განმანათლებლები და გაუზიარებენ სხვა ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას

·         გოგონები და ვაჟები თანაბრად არიან ჩართული ღონისძიებებში

·         აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა აქტივობებში

სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისა და სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელების გადამზადება და ჩართვა პროგრამებში

·         კრიტიკული აზროვნების პროგრამში ჩართვა

·         ლექცია-სემინარები

 

·         მასწავლებლები ფლობენ სხვადასხვა მეთოდებს;

·         ჩემოუყალიბდათ კრიტიკული აზროვნება;

·         შეცვალეს მიდგომები და იყენებენ გაკვეთილებზე და კლუბებში;

·         ზრდიან თაობებს კრიტიკული აზროვნებით

2 ადამიანის უფლებების დაცვა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები

 

·         უფლებადარღვეული ადამიანების სამართლებრივი კონსულტაცია

·         საქმის წარმოება სასამართლოში

·         სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა

·         ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მედიაცია

·         მომხმარებელი დაცულად გრძნობს თავს

·         გამოხატავს კმაყოფილებას მისი უფლებების დაცვის გამო

·         ჩამოყალიბებულია წარმატებული საქმეების შესაბამისი დოკუმენტების წარმოების მექანიზმი

·         ამაღლებულია სამალთრებლივი კულტურა (მოქალაქეები აკითხავენ უფლებების დარღვევის შემთხვევაშ იურისტებს/ორგანიზაციებს)

·         მედიაციის ინსტიტუტი წარმატებით მოქმედებს

3 ახალგაზრდების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები

14-30 წწ. ასაკი

ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა

ტრენინგები:

·         კომუნიკაცია

·         ლიდერობა

·         გუნდურობა

·         ფასილიტაცია

·         ფასეულობები

·         ფოტოგრაფია

გამოცდილების გაზიარება

·         ლიდერებისგან

·         მოწვეული სპეციალისტებისგან

·         ცნობილი ადამიანებისგან

გაცვლითი პროგრამები

·         ცენტრებს შორის გაცვლა საქართველოს რეგიონებში

მოსწავლეთა კლუბების ხელმძღვანელების გადამზადება

·         ტრენინგები

ახლაგაზრდული კლუბები დამოუკიდებლად ახორციელებენ საქმიანობას და ფუნქციონირებენ ეფექტურად (ეფექტიანად)

გაზრდილია მსურველთა რაოდენობა, ისარგებლონ კლუბების სერვისით

გაზრდილია კლუბების ქსელი

გაზრდილია ნდობა, მშობლები თავისუფლად უშვებენ შვილებს პროგრამებში

გაზრდილია თანამშრომლობა რეგიონებს შორის, ხორციელდება ერთობლივი პროექტები და პროგრამები საერთო პრობლემების მოსაგვარებლად

კლუბები მდგრადია

კლუბები თანამშრომლებენ: სკოლის ადმინისტრაციასთან

ადგილობრივ თვითმმართველობასთან;

ადგილობრივ ორგანიზაციებთან

მასწავლებლისა და მოსწავლეების თანამშრომობა ეფექტურია

კლუბების ხელმღვანელები ახორციელებენ პროგრამებს დამოუკიდებლად

კლუბების მონაწილეები საზოგადოებრივად ატიური მოქალაქეები არიან (გახდნენ)

4 საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები

18-წლიდან ზევით

·         ამომრჩვევლთა ინფორმირება არჩევნების პროცედურების შესახებ

·         განწყობის ცვლილებისთვის შეხვედრების ჩატარება, მოტივირება, დარწმუნება…

·         არჩევნების მონიტორინგი

·         ახალგაზრდების გადამზადება არჩევნების მონიტორინგისთვის

·         ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ინფორმაციის გაცვლა

·         ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთობლივი ღონისძებების ჩატარება

·         ერთობლივი საქმიანობების განხორციელება

საარჩევნო გარემო გაუმჯობესებულია

მოსახლეობა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას

მოქალაქეები იცავენ პროცედურულ წესებს

არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელი მაღალი

ახლაგაზრდები მონიტორინგს ახორციელებენ ეფექტურად

დარღვევები საარჩევნო უბნებზე შემცირებულია

მოსახლეობა ენდობა არჩევნებს

5 რეგიონალური მედიის გაძლიერება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები

ჟურნალისტები და მედია საშუალებების ხელმძღვანელები

·         საგრანტო პროექტებში რეგიონალური მედიის გაძლიერების საქმიანობების გათვალისწინება

·         ჟურნალისტების მომზადება/გადამზადება

საზოგადოება ინფორმირებულია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პრობლემების შესახებ

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები ღებულობენ ობიექტურ ინფორმაციას

რეგიონულ მედიას ჰყავს პროფესიონალი ჟურნალისტები, რომლებიც დაბალანსებულ გადაცემებს ამზადებენ

 

5.1 newsesTV-ის ხელშეწყობა ქართულად და აზერბაიჯანულად მოსაუბრე საზოგადოება ·         TV სიუჟეტების (სიახლეების მომზადება და მიწოდება)

·         ახალგაზრდა ჟურნალისტების მომზადება

საზოგადოება ინფორმირებულია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პრობლემების შესახებ

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები ღებულობენ ობიექტურ ინფორმაციას მშობლიურ ენაზე

TV-ს ჰყავს პროფესიონალი ჟურნალისტები, რომლებიც დაბალანსებულ გადაცემებს ამზადებენ

 

6 ადვოკატირება/ლობირება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობა

 

·         ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა

·         კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა

·         რეგიონალური განვითარების სტრატეგიის განხილვები

·         საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშომლობა

შეთავაზებულია რეკომენდაციები

გათვალისწინებულია რეკომენდაციები

რეგიონალური განვითრების სტრატეგიაში გათვალისწინებულია ეთნიკური უმცირესობების პრიორიტეტები

ორგანიზაციის წევრები სისტემატურად ღებულობენ მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ განხილვებში