MISSION & VISION

ფონდის მიზანია დაეხმაროს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სამოქალაქო ინტეგრაციაში. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქე მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა თანაბრად უნდა სარგებლობდეს იმ უფლებებითა და მოვალეობებით, რომლებიც მათ გარანტირებული აქვთ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

მისი მიზნების მისაღწევად, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს

• საინფორმაციოს
• საგანმანათლებლოს
• საგამომცემლოს
• სხვა საქმიანობებს რომლებიც არ იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით და ემსახურება ფონდის მიზნებს.

ორგანიზაციის მისიაა: საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციის, ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

 ორგანიზაციის მიზანი:

1. მოქალაქეებში ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული

2. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;

3. საზოგადოებაში კულტურულ ფასეულობათა პატივისცემისა და ტოლერანტული

4. გარემოს დამკვიდრებისათვის სხვადასხვა საქმნიანობების განხორციელება.

ფონდი თავისი მიზნის მისაღწევად ახორციელებს საგანმანათლებლო, საგამომცემლო და  ადამიანის უფლებათა დაცვით საქმიანობას, სახალხო დიპლომატიურ და ეთნოსთაშორისი ურთიერთობების ჰარმონიზაციისათვის კულტურათშორის დიალოგებს  და სხვა აქტივობებს, რაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული და ემსახურება ფონდის მიზნებს.

ორგანიზაციის ამოცანაა:  ეთნიკურ უმცირესობათა ახალგაზრდებს შორის აამაღლოს

თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. განუხრელად იზრუნოს მოქალაქეობრივი კულტურის ზრდაზე, ტრენინგ-სემინარების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების განხორციელების მეშვეობით.

 

en_US