NEWS

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“

29 აპრილს ბოლნისში, ახალ მუზეუმში, გაიმართა პრეზენტაცია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“, რომლის მიზანია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, კარგი მმართველობის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარება ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში. 

პრეზენტაციის დროს მოხდა მოწვეული სტუმრების ინფორმირება პროექტის მიზნების, ამოცანებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. პრეზენტაციას ესწრებოდა 100-მდე სტუმარი, მათ შორის ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი დოხტურიშვილი, სამიზნე მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აქტივისტები, პროფესიული საგამნანათლებლო დაწესებულებები, პარლამენტის წარმომადგენლები და რეგიონის მასშტაბით მომუშავე თითქმის ყველა მედია საშუალების წარმომადგენელი. 

პროექტი მიზნად ისახავს: 

  • ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გაძლიერებას, რათა გაიზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშგება და ხელი შეეწყოს საზოგადოებრივი ჩართულობის გაქტიურებას როგორც ბიუჯეტირების, ისე დაგეგმარების პროცესში;

  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების და აქტივისტთა ჯგუფების გაძლიერებას და ფინანსურ თანადგომას, ბენეფიციარების საჭიროებებზე დაფუძნებული ადვოკატირების კამპანიების განხორციელების მიზნით;

  • მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციების გაძლიერებას და ფინანსურ თანადგომას;

  • ადგილობრივი და რეგიონული მედია საშუალებების გაძლიერებას, რათა მართებულად იყოს გაშუქებული ადვოკატირების კამპანიების მიმდინარეობა და შედეგები. 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით HEKS-EPER-ის მიერ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: ქვემო ქართლში – სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF)  და სამცხე-ჯავახეთში – სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF)

The site was updated with the support of the European Union and the Konrad Adenauer Foundation, the Civil Society Development Initiative project. Its content is the sole responsibility of the Civil Integration Foundation and may not express the views of the European Union and the Konrad Adenauer Foundation.

CONTACT US

WRITE

en_US