დაიწყო პროექტის «აქტიური მოქალაქე — ძლიერი სახელმწიფო» განხორციელება

2015 წლის ივნისიდან სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს «აქტიური მოქალაქე — ძლიერი სახელმწიფო».  პროექტი ხორციელდება კახეთისა (საგარეჯო, თელავი, ლაგოდეხი) და ქვემო ქართლის (მარნეული, ბოლნისი, დმანისი, გარდაბანი) რეგიონებში. პროექტის მიზანია აზერბაიჯანელი მოსახლეობის საარჩევნო პროცედურების შესახებ ინფორმირება და არჩევნებში მაღალი აქტიურობის ხელშეწყობა.

ka_GE